კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 09:58

 

მეტკინა...

მაგრამ მზეს ვუმზერ და

სიცოცხლით ვთბები...

ჯერ ისევ მესმის მოჟღურტულე

ჩიტების ენა...

თუმც, აღარ შემრჩა ვარდისფერი

ბავშვობის ფრთები...

და იმედებსაც ჯარად ადგას

ღრუბლების ფენა...


- მაგრამ, მინახავს, ხე, გამხმარი

სუსხიან თვეში...

უსიცოცხლო და მდუმარება 

განუკურნელი...

მერე, - შრიალი მის ფოთოლთა

სიოდ ჩემს თმებში...

და გაზაფხულზე აფეთქებულ

კვირტთა  სურნელი.!..

 

მინახავს ვარდიც... - გაფურჩქნული...

უცხოდ გაშლილი...

ტრფობით ავსილი... - დიდებული

მისი მშვენება...

ბოლოს, მოხრილი,... ჩაქინდრული,...

ჭკნობად დაშლილი...

- რომ აღარც კი აქვს, აღარავის

მისი ხსენება!..

 

ვნახე  და მივხვდი... -ასეთია

ცხოვრების არსი!...

- ხან, ცაში გაფრენს,... - ხან, მიწაზე

დგომასაც ვერ სძლებ...

მე კი,  ვისწავლე, სიკვდილის დროს

სიცოცხლის ფასი...

რომლის გავლასაც ღირსეულად,

ვფიქრობ, რომ  შევძლებ!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen