|
ცეცხლი და ყინვა, ლალ - ზურმუხტი, წვიმა და ქარი რას არ იტევდა სიტყვა შენი მეხებრ მქუხარე! ფარჩა - ატლასი ზღვას გულმკერდზე გადააკარი, ზედ დასასხმელად ოქრო - ვერცხლი აამდუღარე.
და აფერადდა ლურჯი სივრცე ტილოდ გაშლილი: სადაც ჩასულ მზეს წითლად ასდის ალმური ცხელი, იქ ჯვარს გააკარ შენ საღამო სისხლში გასვრილი.
შენ ცეცხლს ანთებდი და იმავე ცეცხლში იწოდი. სად წასულიყავ, ან რა გექნა, აღარ იცოდი, ქარიშხალივით დაქშუოდი აზვირთებული!
ცის შავი ჩადრი გადაფლითე ელვის რკალებით და, ვით არწივი ნანადირევს ბასრი ბრჭყალებით, შენ ჩააფრინდი გაუმაძღარ, გიჟურ თვალებით იქ მოჩვენებას ოდნავ გამკრთალს, მსწრაფლ დაჩრდილულსა.
ვით ჭიანჭველა, როგორც მატლი ფერხთა ქვეშ, ისე აბობოქრებულ ორთქმავალის ქვეშ გაისრისე, არარაობის საშინელი მახარობელი! |


