კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 20:09

 

კვლავ აგარაკი მაგონდება მწვანე ბაღებით

(ამ ძვირფას ხსოვნას თავი ჯერაც არ გავანებე).

დილით იქ მთები ამაყობდნენ მზის ვარაყებით

და მწუხრს შვენოდენ სისხლისფერი არღავანები.


პლაცი. აბანო. ო, ნეტა, ვინ დაჰყო ვანებად

უცხო სასახლე მარმარილოს თეთრი თაღებით!

იქ შენი ტანის საკვირველი ახოვანება

გრძელ კიბეებზე ადიოდა მორცხვ გალაღებით.


მახსოვს საღამო, შენ ბრინჯაოს სვეტს მიეყუდე

და თვალთახედვა აღტაცებით გიკამკამობდა.

უკვე შესრულდა რაც გიმღერი წელი მეხუთე!


არასდროს შენზე სიტყვა ჩემი არ თამამობდა. -

რამდენჯერ ვნება თავისუფლად გაშლას ლამობდა,

მაგრამ სონეტის ტერცინებში მკაცრად შევხუთე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen