კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 03:50

 

- ნემეზიდა! ნემეზიდა! მიწა კვნესის, ცა ირყევა,

გლოვის ზარით დაჰქვითინებს სიკვდილი და მოთქმა - წყევა!

- „ჩუმად იყავ!.. შუღლი უფრო, ცოდვა უფრო აიწევა,

ქარი დაჰკრავს, ჯოჯოხეთი დაიქუხებს, დაიქცევა!“


- ნემეზიდა! ნემეზიდა! ხალხი ჰგოდებს, ხალხი წყდება!

წარღვნის ნისლმა მზე დაჩრდილა, აღსასრული ახლოვდება!

- ხმა გაკმიდე!.. ცხოვრებისა კანონი ნუ გავიწყდება:

მომავალი ხსნას შეიგნებს, როცა აწმყო დამიწდება!“


- ნემეზიდა! ნემეზიდა! ჟამი დადგა საშინელი:

ცეცხლის ქარმა ჩაიხვია სამკაული ძველის-ძველი!

- „ხმა, ხმა მეთქი! ძველი ქვეყნის გამოიწვას უნდა ხვრელი

და იმ ალმურს შიგ მოყვება ბოროტების გესლი - გველი!“


- ნემეზიდა! ნემეზიდა! გესმის ვიში, გესმის გლოვა?

მიწა სისხლით იღებება, ციდან ცეცხლი ჩამოთოვა!

- „ჩუმად! ჩუმად!.. დეე გაწყდეს და დაინთქეს უვიცთ გროვა:

ძველი ყოფნის ნანგრევებზე ახალ - ყოფნის მზე ამოვა!“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen