კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 14:14

 

ახ, რად ვერ ვპოვე წუთისოფლად მე ჩემი ჩემი ბედი

აზრთ უკვდავება, ცრემლთა შინა ნუგეშის მცემი!

რად ვერ წავრტაცე სიკვდილისა ტანჯულ სულს წყლული

და ვერ აღვავსე სიცოცხლითა ყოფნის უფსკრული?


მე შვებათ ვგრძნობდი სიყრმის ჟამსა დედის ტკბილ ნანას,

სამოთხედ ვრაცხდი მშვენიერსა ამა ქვეყანას,

დღეს კი, სად გაქრნენ ნეტარების იგი განცდანი:

ფიქრი, ოცნება, სიჭაბუკის ტკბილი აღთქმანი?


ნუ თუ სიცოცხლე არის ოდენ ტანჯვა-წვალება,

წუთის ცხოვრება, საუკუნო გარდაცვალება?

მაშ რად ვესწრაფი მომავალის აღმოცენებას,

თუ ვერ მივწვდები, ვერ ვიხილავ მე მის შვენებას?!


ჰაუ, სოფელო! ვეჭვ მოგენდოს ვინმე გულითა,

გითხრას კურთხევა და გიმღეროს სიყვარულითა!

შხამით სავსეა თვით კოკორი შენის ვარდისა,

რადგან ხარ შენა ხე ბოროტი, ხე ცნობადისა!


მაგრამ ვით დაგთმო, რომ გავწიო მე გულზვაობა

და ავირჩიოთ მით ნაცვალი - არარაობა?

არა! მე დავწყვეტ ქსელს უჩინარს შენის მახისას

და შენს ეტრატზე დავსვამ ბეჭედს ჩემის სახისას!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen