|
ღამეა. ვზივარ მარტოდ - მარტო მე ჩემს ოთახში, მწარე ფიქრები მოუსვენრად ირევა თავში, უზომო ტანჯვით გატეხილი გული ღონდება, სული მიშფოთავს უიმედოთ, თვალთ მიბნელდება.
ბანს მაძლევს მხოლოდ ერთად-ერთი მწარე ნაღველი, მივჩერებივარ გარინდებულ, მდუმარე სარკმელს და გულის ძგერით, მოუსვენრად განთიადს ველი.
ოთახის კართან ალქაჯივით რომ ატუზულა? ვინ მოიწვია? რა უნდოდა ნეტა მას ჩემთან? მგზავრია თუ ვინ? ამ ღამეში სიდან მოსულა?
ბავშვობიდანვე ჩემი მტერი, შურით აღვსილი... გზირათ მოსულა, თვალს ადევნებს ჩემს მოქმედებას, რომ არ ვეურჩო მის უსაზღვრო სურვილს და ნებას.
ჩემი სადავე, სიცოცხლე და თვით ჩემი ბედი, და რომ გავბედო, მოვისურვო თავისუფლება, მყისვე ჩამქოლავს, საზიზღარი, ფლიდი და ყბედი.
ჩანგს დააკვირდა, სულელურად რვეულს შეეხო... ოჰ, განთიადო, განთიადო, გამოჩნდი ბარემ, დროა განდევნო ეგ აჩრდილი, ლოდინი მეყო! |


