|
ბევრი მეტყვის სიყვარულზე არ იციო ლექსის წერა, თქვენ რომ ამბობთ, მართალი ხართ, მე რომ მკითხოთ, არა მჯერა.
ან რა არის ჩემი ვალი, ჩემი წმინდა სიყვარული, ჩემი რწმენა, იდეალი.
რომ ვიცოდე, თქვენში არი. მე რომ მიყვარს, მერე ვინა? ჩვენი მუშა-პროლეტარი.
ეს ტანჯული ჩემი გული, ცეცხლთან იბრძვის, ჩაქუჩს ურტყამს ჩემი მუშა გამურული.
მუშის ოფლი ჩამოსული, ხელის ტყავი, ვით „პადოში“, და ზედ სოკო ამოსული.
საყვირის ხმა ეყურება, გამურული ტანსაცმელით სამუშაოდ ეშურება.
თან თავის ბედზე ღიღინებს, იმედი აქვს, რომ დრო დაჰკრავს, მუშების წყაროც იდინებს.
პროლეტართა ჯარი ღელაეს, ტრიბუნაზე ჩემი მუშა სიტყვას ამბობს, ქუხს და ღელავს.
მუშა ჰქვია, მართლად ვთვალე. ცოცხალი ვარ, - მას ვუმღერი, მოვკვდე, - მუშას ვენაცვალე. |


