|
უსაზღვროეთს გადაჰკეცავ ოცნებით, გადივლი და გაოცდები თვითონვე, ხან ვარსკვლავად გრძნეულ ღამეს მოსწყდები, ხან ზეციდან ყვავილებად ითოვებ.
მთებს დაიპყრობ, არწივნი რომ ბუდობენ, შეებმები და განწირულ ჭიდილში დაამარცხებ უსასტიკეს ურდოებს.
დღეებს დაქსოვ წარმტაცსა და საოცარს, თუ იმღერე, უჩვეულო ჰანგებით გააოცებ ბეთჰოვენსა და მოცარტს.
აგათრთოლებს ნამოქმედის ნახვა, მჭევრმეტყველობ და სიტყვების ჭენებაში თვალუწვდენელ მწვერვალებზე ახვალ!
თვითონ ღმერთთან უტეხ შებმას აპირებ, ხან პაწაწა, დამჭკნარ ფოთლის დანახვაზე დაგამწუხრებს და ბალღივით გატირებს... |
| პოეზიის გვერდი • • • |


