კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 03:41

 

ჩვენი ტურფა საქართველო

სიმღერებით მინდა ვკვებო,

ყველა ლხინში და მეჯლისში -

თქვენ დაგეძებთ, მეგობრებო!


მსურს სიმართლეს ვემსახურო

და ვამჟღავნო სანაქებო,

ვინც ლირსია, ვალამაზო,

უვარგისი შავად ვღებო.


ვის ქართული ეყურება,

სიმღერებს არ დავაკლებო, 

კმარა ამ სოფლად სტუმრობა,

მოისვენე ჩემო ძვლებო.


ჩემ ჩონგურსა თქვენ გიტოვებთ,

ეხლა დაუკარით სხვებო.

ვინც მე მიყვარს სამარემდის,

მას თავი არ დავანებო.

რა დღიდანაც შევიყვარე,

გულს მაკრია, როგორც წებო.


იმის მეტი არვინ მინდა,

არ იფიქროთ, სხვა ვეძებო,

თქვენ გიმღერით იეთიმ-გურჯი,

თქვენ გიმღერით, მეგობრებო! 

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen