კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 16:00

 

სალამი ყველას ჩემ გამო

ვინცა ხართ აქ მოწვეული!

არ დამიწუნოთ ლექსთწყობა,

არა ვარ სწავლას ჩვეული.


არც სკოლის კარი მინახავს,

არც - დედა ენა რჩეული.

დაბალი მუშის შვილი ვარ,

ტანჯვით გაზრდილი, ეული.


ხალხის კარებზე გაზრდილი

ძონძებში გამოხვეული,

ობოლს სწავლას ვინ მომცემდა,

როს მეფე გვყავდა წყეული.


თუ თითო ასო ვისწავლე

ისიც მაქვს ნაძალეული, 

ბევრი ლექსები მიწერავს,

ყველგან მაქვს გადაბნეული.


ჩემ წილად მეც მიშრომია

არ ვიყავ გამორჩეული,

მეფის ღალატიც გავწიე,

ვიყავი გამომწყვდეული.


მაგრამ მოვესწარ, ხომ ვნახე

მის ტახტი ჩამონგრეული,

ორთავიანი არწივის

დროშები ჩამოხეული.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen