|
იეთიმ-გურჯი გილოცავთ, მხიარული დღისა ვარ, ოცი წელი შესრულდა, სიხარულის თქმისა ვარ.
შვილი წითელ მზისა ვარ, ნამგალ-ჩაქუჩს ვემთხვევი, მე ორივე ძმისა ვარ.
მეც ამ ბაღის ხისა ვარ, ბაყაყებს არ ვეკუთვნი, ორაგულის წყლისა ვარ.
გულით სპილოს ძვლისა ვარ, ჭაღარას ნუ მიყურებთ, განა დიდი ხნისა ვარ!
ეხლა ოცი წლისა ვარ, ვაშა ჩვენს მეთაურებს, მხიარული დღისა ვარ!
იმათ კარებისა ვარ, ჩემი თავით, ჩემი ხმით იოსებ სტალინისა ვარ! |
| პოეზიის გვერდი • • • |


