|
ალექსიჯან ჩემი საქმე ძლიერ ჭაკად წასულია, ჯავრისაგან ავადა ვარ სასო ყელში მოსულია.
ვერავის ვერ გაუგია, ორი თვეა ცუდადა ვარ, კაპიკი არ მამიგია.
ცოტა რამე მოვიტანო, არც "ვეში" მაქვს იმნაირი, გასაყიდად გავიტანო.
რაც მაქვს შენთან სათხოვარი, გაჭირვებაში გვიშველის, მისთვის გვინდა მეგობარი.
თუ ვინ გამიმართავს ხელსა, დაღონებულ გუნებაზედ ალექსას იეთიმა სწერსა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


