|
თაგუნიამ ააგო დიდი ციხე-დარბაზი, სალ კლდესავით მაგარი, მაღალი და ლამაზი.
რკინის ჯაჭვიც იყიდა, მერე ბიჭებს ციხიდან გადასძახა რიხითა:
ფისუნიამ რა გვიყო: დაგვარბია, გაგვთელა, აგვაოხრა, აგვიკლო...
ამ პალოზე დავაბათ, მზის სხივიც ვერ იხილოს, მივუხუროთ დარაბა.
სასმელი და საჭმელი, დავაცალოთ, დავაჭრათ, ვებერთელა კლანჭები...
- ციხე გაქვს ყველასაგან ნაქები, შემკული და შეკრული, საუცხოოდ ნაგები.
კლანჭებს თუკი დავაჭრით, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი დარაჯი...
იქვე გამოიჭედა. ის კი არვის უკითხავს, ფისოს ვინ დაიჭერდა. |
| პოეზიის გვერდი • • • |


