კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 23:29

 

უნდა ყველაზე ავიღოთ ხელი,

(ეს, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით)

და მერე თავზე ხელაღებული

წავალ და სადმე გადვიკარგები.


უნდა ვარჩიო ვარდებს ასკილის

ველური ტოტი წითელეკლება...

და ახლა თუ მაქვს ცხრა პარასკევი

კვირაში ერთიც აღარ მექნება.


ავუჯანყდები უძველეს ნოტებს,

მერე მომღერლად არავინ ჩამთვლის, -

უნდა ვიცოცხლო და უნდა მოვკვდე,

სხვის დასანახად კი არა - ჩემთვის.


უნდა გავაპო ცა სიმღერებით,

ეს მერე, როცა ფრთას ფრთაზე გავშლი.

და, თუნდაც ერთხელ, ბედნიერებით

ვერ დავეტიო საკუთარ კანში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ავთანდილ გურგენიძე  • • •   ავთანდილ გურგენიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen