|
"სულს სიმშვიდე ესაჭიროება"... ნოვალისი
დაბინდეს სვავთა შენი კაშკაში, გაავებულთა ისმის ყაშყაში, : დაფრენენ ირგვლივ ავად მხმობები, - "სად იყოს მძორი, შეკრბეს ორბები"! მაინც... სად არის გზა ჭეშმარიტი, უფსკრულთა ავთა სით განვერიდო? ჰგიეს სოფელი მტაცებელთ შორის... "შეკრბეს ორბები, სად იყოს მძორი"! ისევ მორევთა შავთა ტრიალი, ისევ ყორანთა შავთა ყრანტალი... ვერ მრიდე უფსკრულს, სვემადლიანო, ვერც... ფიქრი შავი ქარს გაატანე! |
| პოეზიის გვერდი • • • |


