|
შენ რომ გახსოვარ, ახლავე სჯობს ითქვას დაუფარავად, ისევ ის მინდა რომ ვიყო, მაგრამ ვაი, რომ არა ვარ!..
ცხოვრება ისე რუხია, ნუთუ ღიმილმა დამტოვა და გზიდან გადაუხვია!..
სავსე სიმინდის ბრელოთი, ციცინათელას ფანცქალი, რომელსაც ასე ველოდით.
იმათი მონახულების, საით გაფრინდნენ ბავშვობის ყვითელი მოლაღურები?..
პაწია ხელისგულებით სამოთხეს დამიბრუნებდი და სურვილს შემისრულებდი.
მე, სიყვარულის ფარეში, ერთი სიზმრიდან გადავალ მეორე სიზმრის მხარეში. |
| პოეზიის გვერდი • • • |


