კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 03:14

 

სინაზე წუთისოფლისა

შენმა თვალებმა გამანდეს,

თითქოს ეგ შენი პორტრეტი

ოსტატს უხატავს ფლამანდელს.


შენი დაღლილი ხელები

მიზიდავს ანდამატივით

და წინსაფარი ცისფერი

გახუნებული სატინის.


შენ ბავშვი გეპოტინება

და მოგდევს საკუჭნაოში

მას უყვარს შენთან ფუსფუსი

და შენი ჯიბის ქაოსი.


შენ დაიხრები ალერსით

ყმაწვილზე უასაკოზე

და იგი მოუხერხებლად

თუ ისევ ცხვირზე გაკოცებს,


ოდესმე დილის ბინდბუნდში

ან კიდევ ღამის შრიალში, 

სიცოცხლესთან რომ შეწყდება

ეგ შენი მეზალიანსი


და როცა სულთამხუთავი

მოვა და კართან დაგიცდის,

შენ იტყვი: მოსვლა ამქვეყნად

რომ ღირდა მხოლოდ ამისთვის... 


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen