კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 13:12

 

(ვახტანგ ნადარეიშვილს)

 

...საფლავზე ოხრად ყრია ფოთლები,

მოვედი, შენი ნახვა მომწყურდა.

ბიჭო, სადა ხარ... როგორ ვღონდები,

რომ წახვედი და ვეღარ მოსულხარ.


...და მდუმარეა ესე მაღლობი,

ვიღაც ჩაგივლის კაბის შრიალით...

და, აღრენილი შენი არყოფნით,

დავალ, ძაღლივით კაეშნიანი.


განა რას გშველის ჩემი წუხილი

და მაპატიე, თუ ვარ ასეთი...

ვაი, ეს როგორ წვიმდა წუხელის,

შენ კი ვინ იცის... კიდეც დასველდი.


და ვერ ვიტირე... მსურდა მეტირა...

და თვით ღამეშიც იყო წუხილი,

და რაღაც ისე, ისე მეტკინა,

როცა იმგვარად წვიმდა წუხელის.


სამარეს ფეხის კვალი აჩნია,

ჩანს გაუვლია ვიღაც ახოვანს...

იქნებ აქ დადის შენი აჩრდილი

და შენი სულიც სადღაც ახლოა.


...საფლავზე სველი ყრია ფოთლები…


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - ნოდარ ნარსია  • • •  ნოდარ ნარსიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen