კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 23:14

 

საქართველოში,

ჩემს დალოცვილ საქართველოში,

პოეტის მოსვლა ვის გაუკვირდეს?..

და მაინც ვლოცავ ამ მთა-გორებს, მწვანით შემოსილს,

შენს გულის სათქმელს უცებ ცეცხლი რომ წაუკიდეს.


ცამეტ გაზაფხულს აქ იწვოდი, აქ ოცნებობდი -

და ბოლოს ლექსის ქარიშხალად მოედე რუსეთს,

გაზაფხულივით არასოდეს არა ცვდებოდა -

შენი ნათქვამი - საუკუნე დღესაც რომ უსმენს...


უსმენს ზანგი და კორეელი, უსმენს სიყრმიდან -

და ვით ბავშვები პირველ სეტყვას - დაიტაცებენ...

და ალბათ შენზე - ვით პოეტზე, იმდენს იტყვიან,

რამდენიც ჯერაც არა თქმულა ქვეყნად არც ერთზე.


მეც იქ ვიქნები: სადაც ზანგი და კორეელი,

რომ იმათსავით - ერთმა ქართველმა -

ზე ავწიო, ჩამოგართვა ხარბად ეგ ხელი -

მომავლისკენ რომ გაიწოდე ჩამოსართმევად!..


შენი სტრიქონით აფეთქებდნენ ბებერ რაიხსტაგს,

შენი ლექსებით მთავრდებოდა ფრონტზე წერილი...

და მერე: ლექსის ამ ნახევიდან -

შენა სუნთქავდი თამბაქოს ალს გადარჩენილი...


შენი სიცოცხლე თვითონაც კი ვერ დაამთავრე,

და შენ გრძელდები, შენ არასდროს არ დამთავრდები...

ყველა მომავალ საუკუნის თანამედროვე -

შენი ლექსია ამის თავდები!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen