|
ქართლის მიწაზე პურს თუ ლეწავდი, სათიბელათი თიბავდი მიწას? გარაყანიანთ ქალს თუ ეძახდი, მისდევდი ქსანზე ატეხილ ჭალას?
სათიბელათი თიბავდი ბალახს? ქსანზე ყელამდე იდგა შალაფა და ოქროსფერად ჰყვაოდა ძეძვი...
მკერდგაღეღილი პერანგი გეცვა? ქსანზე ყელამდე იდგა შალაფა, და ოქროსფერად ჰყვაოდა ძეძვი...
მზე ვენახებზე მავალი ცურვით... წყალზე იხრება შენი აჩრდილი, სვამ და ვერასდროს ვერ იკლავ წყურვილს...
მზე ვენახებზე მავალი ცურვით... მთებს თუ ესმოდათ შენი ძახილი რაღაც მდუმარე ნაღველით სავსეს?
მერე არასდროს ჩასულა წყალზე: მას თუ ესმოდა შენი ძახილი რაღაც უთქმელი ნაღველით სავსეს?
და შორეული ჩუმი ქედები... ლამისყანაში ცისკრის ვარსკვლავი შენი თვალებით თუ იხედება? |
| პოეზიის გვერდი • • • |


