|
(დაბადებიდან 250 წლის თავზე)
შენ ბაღიდან მოგიტაცეს, მწყემსად იდექ ქართლის გულში, მზე და მიწას ერთად გრძნობდი, განუყოფელ სიყვარულში.
კიდით კიდე, მთიდან მტერი, შეჩვეულმა საპყრობილემ, განაახლა ტანჯვა ძველი.
სხვის მიწაზე ვერ იხარე, უდედ‒მამო მინდვრის შველმა, ცივ ორმოში ცრემლი ღვარე.
ვაზის სუნთქვა ტანჯვის ჯვარი, აზრის სხეულს ალამაზებს, ხელოვნების თეთრი ხმალი.
ვერ გასტეხა მტერთა რისხვამ, შორეული ლექსის ტანჯვა, საქართველომ შეისისხლა.
ცრემლებს დღეს ჩვენ აქ, რომ ვლოცავთ, საწამლავად შეუცვალეს, ქრისტიანულ ჯვარზე კოცნა.
პოეზია მრუდე მრუში, დღესაც ისმის ლექსის კვნესა, ჩაკირული ქართლის გულში. |


