კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 10:24

 

მატარებელი შავნაბადას მთებს შორის მიჰქრის,

მოწმენდილ ცაზე ავსებული კაშკაშებს მთვარე.

ხევში ჩამდგარა ჩუმი ნისლი, ვით მთების ფიქრი

და მაგონდება სლოვაკეთში მშობელი მხარე.


აქაც, ვით ქართლში, მდუმარებენ მთანი მაღალნი,

ცა ფირუზია და ხმელეთიც ზურმუხტებრ ბრწყინავს,

მაღალ მთებს შორის ვაგონების გარბის აღალი

და მთვარის შუქი ალმასივით სჭრის სარკმლის მინას.


ცხელა. მგზავრები დახშულ სარკმელს ოდნავ აღებენ.

გამურულ მინას გახურებულ შუბლით ვეხები,

ბორგავს, გუგუნებს ლიანდაგი და ცახცახებენ

მდინარის პირას ჩარაზმული თეთრი ვერხვები.


მორბის მდინარე, მოგრიალე, როგორც არაგვი,

ლივლივებს ტალღა მთვარის შუქზე - ვერცხლის თაბახი, -

ტატრის ქედებზე ჩამომდნარი თოვლის ბარაქით

და ზედ თამაშობს ასხლეტილი წყლიდან კალმახი.


ხარირემივით მდინარესთან მინდა მირბენა,

რომ შევსვა ხარბად ციცი წყალი აქაფებული,

ვთქვა სადღეგრძელო, რომ ეს მხარე არ დაინგრევა,

სანამ იქნება ხალხთა ძმობა ქვეყნად ქებული.


მდინარის პირას მუხლმოდრეკით დავვარდე მინდა,

არაგვის გრიალს კარპატებში დანატრებული

და ხელში მეპყრას თეთრ კრავივით უმანკო, წმინდა

კარლოვი-ვარის ქერა ბავშვი ატატებული.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen