|
ვაჟაის კუბო მიჰქონდათ ვალმოხდილ გმირთა კვალზედა, ქვითინით მოღლილ სამშობლოს ცრემლი ეკიდა თვალზედა.
მოთქმა ვაება ბარისა, მათ გულში ჩასწვდა გუგუნი სამგლოვიარო ზარისა.
ჩაქნეულ ელვის ხელითა, ლოყები ჩამოიღადრეს ცრემლით - ცეცხლივით ცხელითა.
ამოიქოლეს კვნესითა. ამგლოვიარდნენ მზებნელნი შვილმკვდარ მშობლების წესითა!..
აწვდილნო ტინის ფარადა, ნუ აჰყოლიხართ ცრუ ხმებსა, ნუ მგლოვიარობთ მცდარადა, -
თქვენ თუ იცოცხლებთ მარადა? ის ღმერთთან ელჩად წავიდა თქვენთვის მზის საშოვარადა!.. |


