კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 13:24

 

აღარ მინდიხარ, ნუ მოხვალ,

მზეო, არ მეხილებია,

არამი არის ისაცა,

რაც დღემდე გათბილებია.

რას დაჰტრიალებ ქვეყანას,

კარგი რა გიგულებია?

არც მთვარე მინდა, არც შენა

გამინათებდეთ გზასაო,

შეყარეთ ვარსკვლავთ გუნდები,

შეეფარენით ცასაო,

ნეტა სულ გადითხეოდით,

ერთს არ დაგკრავდით თვალსაო.

ერთხელ განქარდეს საწუთრო, -

აღარვინ აცრემლიანოს,

სევდამ მოიცვას ქვეყანა,

ეშმაკმა გაატიალოს.

ოხერმა, ოხრად დამრჩალმა,

ოხრადვე იხეტიალოს.

ნეტავ, ან კაცის სიცოცხლე

გაჰტანდეს საუკუნოდა,

ან ასე იყოს, და კაცსა -

სუყველაფერი ჰცოდნოდა.

ვაჰმე! მეშველი არა მყავს,

წყლის წაღებულსა ყრმასაო,

ჰლამის შემჭამოს სურვილმა,

რა ვუყვა გულის თქმასაო?

გონება მოიღალება,

გული გაქენჯნა გრძნობამა,

ყველაფრის ცოდნის წყურვილის,

მოკვლისა უღონობამა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen