კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 00:16

 

ცხოვრების ჭყანტში ჩაფლულსა

ძირს ფეხი არ მიწვდებოდა,

და იქით-აქეთ ნაპირებს

ხელი არ ეკიდებოდა;

აშკარად ვიღუპებოდი,

სახელი მეკარგებოდა.


გამოჰჩნდი... დავკრთი, გულმაცა

სხვარიგად გაიფართხალა,

ავჟრჟოლდი, სასოებამა

მწუხარე ფრთები გაშალა.

ავფრინდი! თავის მოვხელე...

ჭაობიც ქვევით დამრჩალა!


არ ვიცი სიხარულითა

რით უნდა მეზღო შენთვინა.

თაყვანი გეც, და თვალზედაც

ცრემლები გადმომედინა!

ისევაცა გთხოვ, გენაცვლე,

მალ-მალ მალხინე ნახვითა,

მალ-მალე გადამარჩინე

შენის ციურის ნავითა.


მალ-მალე გამომიშუქდი,

ხელში იმედის სანთლითა,

რომ განმიახლო სულ-გული

წმინდა, აღდგომის მადლითა.

გეტირნებიან?... ნუ, კარგო...

მე სატირელი არა ვარ,

თუ არსად დამეკარგები,

თუ ზოგჯერ მაინც აქა ხარ.


შე ჩემო სიკვდილ-სიცოცხლევ,

ხორციელს არა ჰგევიხარ,

არას ვინატრებ უკეთესს,

თუ სამუდამოდ ჩემი ხარ.

ნუ ამშურდები... მითვისე

მე, დიდად შენზე მმოსავი,

სიდიდ-სიმდიდრე სხვებს ჰქონდეს...

მე ვიყო მარტო მგოსანი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen