კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 08:39

 

მომკალმა მომკო ყანა და

შინ უნდა წამოსულიყო,

რომ ჰნახა ერთი თავთავი,

ზეზევე დარჩომილიყო.


თან ხმა მოესმა: "მე რატომ

არ მომჭრი, რადა მწირავო".

მომკალმა უთხრა: "არ მოგკლავ,

იცოცხლე, ჩემო შვილაო!


იყავ და ისიამოვნე,

უცქირე ცას და მზესაო,

ართუ გაშინებს სიკვდილი,

ჩახვიდე მიწის ქვეშაო?"

 

თავთავი

 

"აბა", გაჰხედე მინდორსა:

თვალი არ გადაჰწვდებაო,

მანდ ჰყრია ჩემი და-ძმები,

იმას რად არა ჰხედაო?


მარტუა ცა-მზეს რას ვაქნევ,

ოხრადამც დარჩენილანო:

უძმონი, უგვარტომონი

ყველანიმც დახოცილანო!


მე მირჩევნია სიკვდილი

მარტუას სიცოცხლესაო,

ნუღარა მზოგავ... მეც მომჭერ,

შენი შვილების მზესაო".

 

მომკალი

 

"რახან მაგრეა, და ძმებთან

სიკვდილი გირჩევნიაო,

აჰა და სამარადისო

სიცოცხლემც გიპოვნიაო".


უთხრა და მოჰჭრა თავთავი,

დააგდო ხელეურზედა,

მანც მშვიდად სული დალია

თავის და-ძმების გულზედა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen