|
უფროსი - ბიჭი, უმცროსი - გოგო, ერთი სიხშირე, გაგება - უხმო, დედაშვილობის ესმოდა მომგონს, - მე უფრო მიყვარს, - არა, მე უფრო! -
და შვილის ფიქრში ადგილსაც ნელთბილს. თუმც, ახლა თვალწინ ის ფილმი გადის, სადაც ფინალში ფეთქდება დენთი...
და მობოლთავე ოთახში ეჭვი... გაჯახუნება მშობლიურ კარის სახლ-კარს შეძრული სულივით ეწვის.
სულში სულ თოში, ღამე სულ მრეში, ოთახში ქარი იდგა და ხევდა, რაც კი ანაზდად ხვდებოდა ხელში.
იმედის ფეტვი - კვლავ დედის ლოცვა... "ძე შეცდომილად" ქცეული შვილი, ხომ დაბრუნდება, მიხვდება როცა... |


