|
გადავფხიკე და... მოვიგე, ბედი - უკვესო აბედი. დამსხდარან თავთან ორ რიგად ფიქრები ჩემზე საყბედოდ.
და მუდამ ფეხაკრეფილი. მიზის იმედი სანგარში, წლებისგან ფეხმოტეხილი.
ლოდინის დიდი ულუფა. სადილ-ვახშმადაც დრო მიდევს, მიმასპინძლდება გულუხვად.
თავისუფლების ნისია... ბედი - გამჩენის მორიგე მართმევს, რაც უკვე სხვისია.
ცხოვრება - მუქი სათვალე. სხედან ფიქრები ორ რიგად და ნუგეშის ძაფს ართავენ... |


