კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 05:13

 

გახსოვს? მკათათვის ღამეს,

განათებული მთვარით,

როგორ გიშლიდა, ქალავ,

ნაწნავს მტირალა ქარი.


წლები გაფრინდნენ კარგო,

აღარც კი გახსოვს მგონი,

ხევში გაკვალულ ბილიკს,

როგორ მივდევდით ორნი.


დაბლა მდინარე რბოდა,

შორს ხარხარებდა ეშმა,

მოულოდელად ტყიდან

უცხო ხმაური გვესმა.


უცებ მომეკარ მკერდზე,

როგორც დამფრთხალი შველი,

სურვილი მკლავდა, მაგრამ

ვერ შემოგხვიე ხელი.


ვიდექით ასე ჩუმად,

ბზარი გაუჩნდა ლოდინს,

გული შებოჭა ელდამ,

ჯერ განუცდელი გრძნობის.


და კვლავ გავყევით ბილიკს,

მიგვაცილებდა ღამე,

არც შენ გითქვია სიტყვა,

ვერც მე გითხარი რამე.


ამ უთქმელობით ჩვენში,

ჩატყდა გრძნობათა ხიდი

და ჩავიდინეთ ცოდვა,

ყველა ცოდვაზე დიდი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen