|
ვხედავ ბეღურა დაჯდა მდელოზე და სულში ქარი უფრო გამეფდა. ახლა მივდივარ სამეგრელოსკენ და თბილისიდან მომდევს წამება.
ეს წამი ჩემთვის უცნაურია. დიდი ხანია დებს ჩამოვშორდი და დების ნახვა ძლიერ მწყურია.
მზე მაღლა იწევს და ნისლში ცურავს. ვნახავ სახლს, სადაც მე დავიბადე, და ვნახავ დედის უძველეს სურათს.
ზღვას და ჩემს შორის არის მსგავსება. აგერ ურიას მოაქვს კვერცხები, მატარებელი ხალხით სავსეა.
ჩემს წინ ბებერი კაცი ზის ვიღაც. მივდივარ და ეს მატარებელი დაღამებამდე დებთან მიმიყვანს. |


