|
სარეცხის თოკზე ფრთებით დაკიდებულ ფრინველივით ფართხალებს ხალათი, გვარიანად გაცვეთილ-გამოხუნებული, და თითქოს ჩავლილი საუკუნის ბინდში ამოვლებულ ფოლაქებს რკინის რიკულებზე გაუდის რაკარუკი და იქვე ბზრიალებს პერანგი თეთრი და პატარა, ნაპერწკალა ყვავილებით აკისკისებული. |


