|
გოგო და ბიჭი
თითქოს გაზაფხულის მწვანე ხელისგულზე ამოზრდილნი უკვდავების ყვავილებივით.
სამყაროს შექმნის დროინდელი, ზეციერის გულიდან მონაბერი.
და სიცოცხლის დღესასწაული.
უერთმანეთოდ სამყაროს ვერ დაამშვენებენ. ვით ცა და დედამიწა, ხარობენ ერთმანეთის სითბო-სინათლეში გოგო და ბიჭი… |


