|
რად ვიყავ ასე ბედკრული, შენს თავს რამ მამაშორაო, მამაგონდება ბევრჯერა შენი ხუმრობით წყრომაო,
ბუხრის წინ ჩამოჯდომაო, პირზეით საბნის გადახდა, შენს მკლავზე წამოწოლაო.
რამდენი მთა და გორაო, გულით ვინატრი შენს ნახვას, ტყეში ფოთლებზე ვგორაო.
მიწას დავეცა ძირზედა, მამკვდრებმა მიმიპატიჟონ იმ საუკუნო ძილზედა,
მათრიონ წყლების პირზედა, მგონი, მაშინაც ვიფიქრებ, ცოცხალი ვფიქრობ ვიზედა.
წამოვალ შორ მანძილზედა, ხელების ქნევით დაგღალავ, მოგაფრინდები პირზედა
მოგივალ დაძინებულსა და გადაგიხსნი წყნარადა გულს თეთრად გაბრწყინებულსა,
ლოგინში გაცინებულსა. ვინ იცის, არც კი გახსოვარ, მე კი გწერ, როგორც ერთგულსა.
ქალო, შენს დავიწყებულსა, უცხო მხარეში დამრჩალსა, ფშავიდან გადაგდებულსა. |


