|
ჩამოგწეწია ხვეული თმები, მათხოვრის ჩანთით ქუჩებში დახვალ. დამცირებული, ყველაფრის მთმენი, რას ფიქრობ ახლა?
პატარა გული ცრემლით გაქვს სავსე, შენს ხეტიალსაც ბოლო არ უჩანს, - როდემდის ასე?
შავია შენი ყოფა ნამდვილი, დაქანცულ მუხლებს გზის ბოლოს კეცავ, რომ კვლავ მწუხარე ადგე ხვალ დილით.
გაამაყებდეს გზები გავლილი, შენს ბედიღბალზე მოსკოვში, კრემლში ფიქრობს სტალინი! |


