კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 00:22

 

"რას ერჩიო?!" - კაცზე მკითხეს,

"რას და - ეს ქვეყანა წველა!"

"მოეშვიო!" - ასეც მითხრეს,

ვუპასუხე: "ვერა!

მე რომ ჭლექის მჭირდა ხველა,

შენ რომ ჭლექის გჭირდა ხველა

და დროება შავფრთიანი

ყელს გვეხვია გველად,

მაგან - ეს ქვეყანა წველა,

მაგან - საქართველო წველა,

მაგას - მე ვერ მოვეშვები,

დედაჩვენი წველა..."

"რას ერჩიო?!" - ნაზად მკითხეს,

"ხომ ვთქვი - საქართველო წველა!"

"შეეშვიო!" - მკაცრად მითხრეს,

ვუპასუხე: "ვერა!

გენიოსს რომ ქოხი ედგა,

ტახტზედ ეგო ნაბდის ძველა,

ეგ ხელმწიფის კაცად შედგა

და იქიდან გვზვერა...

მაგან - საქართველო წველა,

მაგან - დედაჩვენი წველა,

მაგას - მე ვერ მოვეშვები,

დედა ძროხასავით წველა!"

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen