კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 01:14

 

უცებ ამაღლდა თბილისის ჭერი,

ცას ცისარტყელა შემოირკალა.

ძველ შუშაბანდში ვიღაცა მღერის:

- დაბრუნებია თბილისს ნიკალა.


ის სველ ხელადას მიიტანს ტუჩთან,

როცა ცისკარი თვალებს გააღებს.

მერე დაივლის თბილისის ქუჩებს,

ორთაჭალის და ხარფუხის ბაღებს.


...დაბრუნებია თბილისს ნიკალა:

მტკვარს, ტივს, მეტივეს, დუქნებს და ქალებს.

ეს გახსენება სიცოცხლედ კმარა,

დღეს ფიროსმანი უთუოდ დალევს.


სინათლემ ცაზე გზა გაიკვალა,

ზეციდან გაქრა ღრუბელი ავი.

დაბრუნებია თბილისს ნიკალა,

ხელში უჭირავს ლამაზი კრავი.


ახლოს მისვლა მსურს და რაღაც მბორკავს,

გული სათქმელს და ღელვას ვერ მალავს.

ხელოვნებისთვის შეწირულ ორ კრავს,

მსურს თაყვანი ვცე, - კრავს და ნიკალას.


ვეამბორები მხატვარს თბილისის

და მინდა, თავი დავუკრა მორცხვად.

მადლი მას, ვინც რომ ჯადო თილისმით

თბილისს ნიკალა კვლავ გაუცოცხლა.


შეჰყურებს თავის ოცნების ქალაქს,

მის განახლებულ საოცარ ფერებს.

მას გულით დიდი სათქმელი დააქვს,

რომელსაც ყველას გაგვანდობს მერე.


ახლა კი ცასთან საუბრობს მარტო,

ირგვლივ თიბათვის მზე და ხვატია...

- მთელი სიცოცხლე თბილისი ვხატე

და ის ხელახლა დასახატია.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen