კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 22:13

 

სოფელს დაჰღმუის მზე უშობელი.

შენ წევხარ ჩუმად ლაფაროში -

თვალდახუჭული

და ცალი ყურით ქვესკნელებს უსმენ.

მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება,

შენი დაკარგვა,

მე კი...

ვერ შეგელიე, ვერ გაგიმეტე.

ახლა კი ლეკვთა ღავღავ-წკმუტუნს

და მძუანობას,

მე შენი ღრენა მირჩევნია ბალანგაცლილი,

მე შენი ყეფა მირჩევნია ყრუ ხორხიანი.

ახალ ლეკვთათვის -

ძნელად ინდობა ეზო-კარი და სამყოფელი.

ვუწყი -

მათი ნერვები მშიშარაა და შემპარავი...

ხოლო ლიწკვინტა გასლეპილ კუდით,

სულ იფარავენ უკანალს და ბნელში გარბიან.

ხშირად კი, ხშირად

უცხო ფეხებთან გორავენ მუდამ.

ხოლო ძუკნები –

გზადაგზა ყრიან წირპლიან ლეკვებს.

ასე მრავლდება მაწანწალა და სალახანა.

მამამ რამდენჯერ მოინდომა შენი გაგდება, -

შენი დაკარგვა...

მე კი...

ვერ გაგიმეტე, ბებერო ძაღლო, ვერ გაგიმეტე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen