|
1 ხეები მერცხლის ჭიკჭიკს ისმენენ
ხეები მერცხლის ჭიკჭიკს ისმენენ გამთენიისას, ჩვენ როცა გვძინავს, ბალახს უხარის მიწის სისველე და ლაღობს, როგორ ლაღობდა წინათ.
მის თვალში ლურჯი აისი ბრწყინავს. ვაი, არ მოკლას მონადირემა, არ აუცრემლოს თვალი, ვით წინათ.
ის როდი ჰგავდა ქარს, - შლეგს და შეშლილს. გხვდები და ისევ ამიტანს ჟრჟოლვა, ვით წინათ, სიყრმის ვარდისფერ წლებში.
2 აღარ მწამს მხატვრის ფუნჯის და ფანქრის
აღარ მწამს მხატვრის ფუნჯის და ფანქრის, დღეს ალუბალი იმგვარად ბოლავს. ჰა, ქარაშოტი ტალღებზე დაჰქრის, მაგრამ ვერაფერს ვერ აკლებს ხომალდს.
დღეს სხვა მწვერვალი უხმობთ მთამსვლელებს. აშარიშურებს ხის ფოთლებს წვიმა, მაგრამ ძირს, ბალახს ვეღარ ასველებს.
დაღლილს და ფიქრით ღამეგანათევს, კვლავ ამათრთოლებს ისე, ვით წინათ, პირველი ტრფობის ცეცხლით ამანთებს. |


