კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 06:06

 

დიდი ქალაქი, დიდი ხმაური;

ცაში, მიწაზე, თუ მიწის გულში,

გახდა სიჩუმე არ აქაური

და დიდ ქალაქში არავინ უშვებს.


ცაში, მიწაზე, თუ მიწის გულში,

ყველგან ხალხი და აურზაური,

ცაში, მიწაზე, თუ მიწის გულში,

კაცს თავისუფლად გვერდს ვერ აუვლი.


ვიღა არ გრძნობდა, ვინ არ ამბობდა,

რომ სხვა წესი აქვს ქალაქს სრულიად.

დიდი ქალაქი გულგახსნილობის

და გულთბილობის დასასრულია.


არ მიყვარს მისი სიცილი ყალბი,

რადგან ის ნიღაბს ვეღარ იცილებს.

და კი არ დადის, აქ კაცი დარბის

და თან დაჰყვება მკაცრი სიცივე.


თვით ხეც ქალაქში არ ჰგავს ხეს ნამდვილს,

სოფლად ან ტყეში რტოებს რომ გაშლის,

სად მზე იმგვარად ამოდის, ჩადის,

რომ სულ სხვაგვარი ეშხი აქვს მაშინ.


გატკბობს, მწვანე ველს ისე დანათის

და მთა-ბარს თავზე ისე ევლება.

აქ კი დამღალა ცოლთან კამათმა

და მიწისქვეშა გასასვლელებმა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen