|
მიტოვებული იყო, იქნებ, იგი სარდაფი მე რომ მეძინა - ნესტიანი სუნის ამტანი. გარეთ ისმოდა ავადმყოფურ ხმათა დაფდაფი და იმის რიტმზე ბნელში ჩანდა როკვა სატანის.
დრო, მრუშობებით კაბის კალთებჩამოხეული. ხელში მიჭირავს შუბი ჩემივ გულის განაჩარი და ჭორის ჭინჭრით დაჭინჭრული ჩემი სხეული.
დღე ხვალინდელი, ჩუმი, როგორც საცოდაობა, რაიც მოძრაობს, ლანდი მისი ზიგზაგებს ხაზავს, ვით ფანტომებში გარდასული ჩემი თაობა.
ვიღაცა ჭორის გვირგვინს მადგამს - ბულულს ყანების. ოჰ! ელდორადოს სანაპირო ყოფილა შორი, სამასწლოვანი მიაღწევენ, ალბათ, ყვავები.
თუკი შენამდე მოსვლა იყო მუდმივი სენი. იმედის გერი - ვხეტიალობ ციების გზებით, ასე ობოლი, ნალდაყრილი საბრალო ცხენი. |


