კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 13:28

 

გარეთ ყვაოდა ჟასმინის ტოტი

ამოდიოდა სურნელი ცამდე,

დღეს აქ მოვიდა სუყველა ლოთი

და თეთრ ყვავილებს ჭიქებით სვამდნენ.


აქ სადღეგრძელო იმდენი ითქვა,

რამდენიც იყო დასალოცავი

აქ იყო ზუსტად იმდენი სიტყვა,

სიტყვა ლამაზი და საოცარი.


დედა, ძმაკაცი, სიკეთე, ქალი,

საქართველო და მისი ნათელი

წითელი ღვინო, ანკარა წყალი,

თბილისის ქუჩა, ღამენათევი.


ნიაზი - ყველას გული და თვალი,

ნიაზი - ყველას სევდა და ნიჭი,

იქნება, ცოტა კიდევაც მთვრალი,

მაგრამ ყველაზე ლამაზი ბიჭი.


გარეთ ყვაოდა ჟასმინის ტოტი,

ამოდიოდა სურნელი ცამდე

მათგან არცერთი არ იყო ლოთი,

უბრალოდ, ჭიქით ჟასმინებს სვამდნენ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen