კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 14:40

 

საყდრის კედელზე დავანებულო,

დედაო ღვთისავ.

თავზე მევლება აქ შენი სული,

ვით შუქი მზისა.


გამკრთალებულა ხატება შენი

ნესტიან ქვაზე

და ღვთაებრივი სინაზე შვენის

გადამქრალ ხაზებს.


შემორევია ჭიაფერები

ფერს თეთრს და ცისფერს.

შეგყურებ კრძალვით და რუდუნებით

შენს ლოცვას ვისმენ.


ხავსის ხავერდი მწვანე ბილიკად

ფეხქვეშ გეგება.

მზის ოქროსწყალით დატბორილია

შენი მშვენება;


მშვიდად მიმზერენ თვალები შენი

შუქთამთოვარნი.

ხელში გიჭირავს ღვთივმშვენიერი

ყრმა მაცხოვარი.


გარდასულ დღეთა ნაზი სურნელით

მავსებ და მათრობ,

უსიერ ტევრში ნანგრევთა შორის

შთენილო მარტოდ.


ვეამბორები თაყვანისცემით

კედელსა ქვისას

და მუხლებს ვუდრეკ შენს უკვდავებას,

დედაო ღვთისა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen