|
როგორც ნამსხვრევები აფეთქებულ ჭურვისა, თავბრუდამხვევი სიჩქარით მიჰქრიან გალაქტიკები. იწვიან და ცვივიან უფსკრულში ჟამმოთეული ვარსკვლავები. ნთქავენ შავი ხვრელები კოსმიურ სხეულებს, როგორც ხახადაბჩენილი ვეშაპები ლიფსიტებს, და ამ საყოველთაო ორომტრიალში ბრუნავს მზის ოქროსფერ აბლაბუდაში გახვეული ცისფერი დედამიწა... |


