|
მე გამახსენდი გუშინ ისეთი, მაისის მსგავსი, თვრამეტი წლისა. თვალების ცეცხლით მოგიზგიზეთი, როგორც ცა, დილით, მზის ამოსვლისას.
ის სილამაზე მეხილა სრული, რითაც მომხიბლე და ამამღერე, რითაც თვალებმა დაკარგეს რული.
ცელქი გოგონას ხელახლა ნახვა. შემომცქეროდი ძველ ალბომიდან და მე გითხარი: - შენ მას არ გავხარ!
შენ ეს ხატება ვერაფრით შეგცვლის. სურათს აკლია სითბო თვალების, აკლია შენი თვალების ცეცხლი.
ისეთი, როგორც პირველად გნახე, ნათელი, ვით ცა მზის ამოსვლისას და მთვარესავით შუქური სახე.
ვძებნე მშვენება ის არნახული. ბოლოს ყოველი ვპოვე და ვნახე, ჩემს სტრიქონებში შემონახული. |


