კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 19:25

 

ემახსოვრები წარსულს და მერმისს,

იმ დღეთა ხსოვნავ, შენ არ გაქრები.

სოფელში მოსულ სამკუთხა წერილს,

კუთხეზე აჩნდა სისხლის ლაქები.


ომი, გმირებს და ობლებს რომ ბადებს,

იყო მკაცრი და განუკითხავი.

ის უთეთრებდა თმებს ახალგაზრდებს,

მან ამჯობინა მწვანე ფერს შავი.


ახლა რომ გული ასე ხმიანებს,

ჩვენ მაშინ უხმოდ ვიტანდით შიმშილს.

ომმა გვასწავლა ადამიანებს,

ადამიანის დაკარგვის შიში.


მეც ვიშუშებდი თითქოს ნატყვიარს

და დღეებს ვღლიდი გზისკენ ყურებით.

ზოგს მხოლოდ ახსოვს, ზოგს კი ატყვია

სახეზე მისი ნაფეხურები.


იმედის ნერგი შრიალებს სულში,

რომლის გათელვა ქარსაც ეძნელა,

მას რა დააზრობს, ზრდას რა შეუშლის,

შეხეთ, - თოვლქვეშაც ჰყვავის ენძელა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen