|
იადონს ის ევარდა და სუმბულს ის ევარდა. თქვა მაისმა: "მე თქვენგან დაბმულ-ვარ ისე ვარ და!"
პირველ ვინ ჰკლა ის, ტვინა, ეშყი სმასა შეაკლა, აშრო ვირემდის ტვინა.
შევლო გულს მან, შალ ახმა; დაეკონა ღულამბარს, დასჭრა და მან შალ ახმა.
მას ვადარნეთ რა ღაწვად! ვეჭვ ყაყაჩოს უხარის, გულს აჩნია დაღაწვად.
არ ავ ხმას აუგარებს, შეტკბობით შეღუღუნებს, თვალ-შებნედით გუგარებს.
რამცა დარა მანდარა! აჭიკჭიკდა მერცხალი, სათზედ დარა მანდარა.
უცხოს ხმით გშვენს დალალო! ჰაერს ტოროლა დაგტრფის, - შეგბრალდეს შენდ, ალალო!
მოკრეფად ახე დახედ. მაჯნუნმა ხმა შევაწყევ ტან ალვადა ხედა ხედ. |


