კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 14:32

 

ამ არეული

და უამინდო

დღეების გარდა

რა მაბადია ...

მადლობელი ვარ -

ვინც არ დამინდო,

ვინც არ დავინდე

და მაპატია.


ვინც ჩემს ფიქრში და

ცრემლში ერია,

როგორც ქალი და

როგორც არტისტი;

სიყვარულით რომ 

ვერ მოვერიე,

მადლობელი ვარ

იმ ღალატისთვის.


ვინც მიწამლა და

მიუებარა

და ჩემს უაზრო

ტკივილს მიება...

ვმადლობ,

ვინც დაღლილ

თვალს მიეფარა.

ვინც გულში ჩამრჩა

არითმიებად.


მადლობელი ვარ -

ვინც მიუვალად

დარჩა და 

არც სხვა

აღარ ეძება...

მადლობელი ვარ -

ვინც მიუარა,

ვინც მომეხუტა

და მომეწება ...


და შენც 

სიცოცხლევ,

ხან რომ ავდები,

ხან სასოების დგახარ

თავდებად ...

მადლობელი ვარ -

მე რომ ვთავდები

და სიყვარული

რომ არ თავდება.


რომ რაც შემეძლო,

კბილით გიცავდი,

(აწ არ ღირს -

გრიგალს ფრთა რომ ვატოლო!)

ახლა ბებერ თავს

გიხრი მიწამდი - 

მადლობელი ვარ

ჩემო ბატონო!


მადლობელი ვარ

შენიც უფალო,

(ხატებს მირონი

ისევ რაკი სდის)

რომ არ დამინდე

ამ სულ უბრალო

სიმდიდრისა და

სიღატაკისთვის.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen