|
მოვა და გეტყვის, ჩვეული ლიქნით, წამოდი, ამდენს როგორ უძლებო, დაიხურები ვითარცა წიგნი, უბრალო, უყდო და უფურცლებო.
ყოფილა ტკბილი, არ მოვა ის დრო (თუნდაც ფრთამალი), რასაც იხსენებ და იცავ კბილით, ისიც ნაშთია და ნატამალი.
მუხლამდე დგახარ, თან მიწას დამზერ ცის დარბაზიდან... ბოლოსდაბოლოს ასეთი რა ხარ, სად ხარ მართლა და, სად ხარ ყასიდად!
მახვშივით ზიხარ და ხმას აყოლებ ქარების არღანს, ბოლოსდაბოლოს ასეთი ვინ ხარ, რომ ყველგან ხარ და, რომ არსად არ ხარ;
ხან ხმაურით ჩუმობ და წყნარობ, ხან ყრუ სიჩუმით ამტვრევ ამ კარებს... რომ არც ცაში ხარ, არც მიწას წყალობ, აღარც ამ ჰაერს ფრთას არ აკარებ... |


