|
რა აუწონლად ვხარჯე (და ვხარჯავ) - რაც ღმერთმა წონით ჩამოარიგა... სისულელეა - "რა ცოტა დარჩა!" სისულელეა აწი - "არიქა!"
ზეიმით მოვა, როგორც გლოვა და, როგორც თამაში, მიმაძუნძულებს დღეების ხროვა, სად სიკვდილში და სად ჯანდაბაში...
იყო მელექსე გადასახდელი ქვეყნის ვალებით, ჩემს გაქვავებულ, მწარე ცრემლებზე, რომ მიემსხვრია ვინმეს თვალები...
ეს აღმართიც და... უკვე მივედი... ... ერთხელ რომ მაინც დაგესიზმრები, ვკვდები იმ ერთი სიზმრის იმედით...
გული და მაჯა, თუმც არც სიცოცხლე ღირდა სხვარიგად... სისულელეა - "რა ცოტა დარჩა!" სისულელეა აწი - "არიქა!" |


