|
(ხუმრობა)
მოშიშვლებული მკერდის უფსკრულით, ბროლის ფეხების აისბერგებით შემოდის ქალი, სავარაუდოდ ასაკით ამ ქალს მამად ვერგები.
აზრებიც არც მთლად ბავშვურს მიუგავს... წვალობს: ხან ხელით ფარავს დეკოლტეს, ხანაც მუხლებზე ქაჩავს იუბკას...
ხარხარებს ბროლის ფეხები და თვალი ზომავს მკერდის ბარაქას... ის კი გადის და დაქალს უყვება, რომ სულ ტყუილად მელაპარაკა... |


